მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნისონი King David-ს დააზღვევს

5b656245d7850
BM.GE
04.08.18 12:18
965
სადაზღვევო კომპანია უნისონსა და Rezid Holding GmBH-ის თბილისის წარმომადგენლობას შორის ხელი მოეწერა სადაზღვევო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც უნისონი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ჯამური ლიმიტით სრულად დააზღვევს KING DAVID-ის კომპლექსის ქონებასა და პასუხისმგებლობას.
კონტრაქტის დეტალებზე უნისონის რისკების დირექტორი ნინო ბოკუჩავა გვესაუბრება.

ქალბატონო ნინო, მოგვიყევით კომპანიის სიახლეებისა და ახალი პარტნიორობის შესახებ.

უკვე წლებია ქართულ ბაზარზე ვმოღვაწეობთ და ამ დროის მანძილზე არაერთი სანდო პარტნიორი შევიძინეთ. როგოც ამ წლებმა გვიჩვენა, უნისონი ქონების დაზღვევის ერთ-ერთ ყველაზე სანდო მზღვეველად ჩამოყალიბდა, რაც ჩვენი გუნდის, საერთაშორისო A კლასის გადამზღვევი კომპანიების და ჩვენი პარტნიორი ბროკერების დამსახურებაა.
ქვეყნის უმსხვილესი ობიექტების დიდი ნაწილი ენერგო სექტორიდან, კავშირგაბმულობიდან, ტურიზმიდან, სამშენებლო სექტორიდან სწორედ უნისონშია დაზღვეული, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. King David-თან გაფორმებული კონტრაქტი მორიგი წარმატებული და უმნიშვნელოვანესი პროექტია. King David-ის შემთხვევაში, განსაკუთრებული როლი საბროკერო კომპანია MAI GEORGIA-მ ითამაშა, რომელმაც სადაზღვევო ტენდერი კვალიფიციურად მოამზადა, რისთვისაც მადლობას ვუხდით.

თქვენთვის რითაა King David-ის კონტრაქტი გამორჩეული?

ჩვენთვის ყველა პარტნიორი, ზომისა და თანამშრომელთა რაოდენობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ზომის კომპლექსური პროექტის დაზღვევა უდიდესი პასუხისმგებლობაა და მრავალი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს.

კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ და ბიზნეს სივრცეებს, ჯამში 70 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე. მოიცავს უმაღლესი კლასის რესტორნებს, სასტუმროს, საცურაო აუზს, ღია სივრცეებს და აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. კომპლექსში საქმიანობს ქართული ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი და ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ცხოვრობს, სტუმრობს, მუშაობს. 32 სართულიან კომპლექსში განთავსებულია ყველაფერი რაც 5 ვარსკვლავიან ცხოვრების წესს და სტანდარტებს პასუხობს.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ King David ავსტრიული ინვესტიციით შექმნილი პროექტია. კომპლექსის მშენებლობაში Rezid Holding GmBH-ის 80 მლნ დოლარიანი ინვესტიცია ჩაიდო. მოგეხსენებათ, უცხოელი ინვესტორები დაზღვევის სერვისებს განსაკუთრებით აფასებენ და ხარისხზე საკმაოდ რთულ მოთხოვნებს უწესებენ.
მოხარულები ვართ, რომ უნისონმა შეძლო და ეს გამოწვევა წარმატებით დაძლია. ჩვენი მზაობა გამოწვეულია ერთის მხრივ მრავალწლიანი გამოცდილებით და მეორეს მხრივ A კლასის მსოფლიო დონის გადამზღვევ პარტნიორებთან ურთიერთობით. ჩვენი მაღალრეიტინგული გადამზღვევი პარტნიორები საშუალებას გვაძლევენ უფრო თამამად მოვიძიოთ და განვახორციელოთ საინტერესო პროექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები