სადაზღვევო კომპანია ,,უნისონმა“ კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შეიტანა. კომპანია საჯარო უწყებების ნაწილს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთი მათგანი ტენდერებში მონაწილე კომპანიებისაგან მხოლოდ ბანკების მიერ გაცემულ საავანსო გარანტიებს იღებს და ზღუდავს სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულ ანალოგიურ დოკუმენტებს. სადაზღვევო კომპანიაში მიიჩნევენ რომ ამით, როგორც მათი, ასევე მათი კლიენტების უფლებები ირღვევა, რადგან სამოქალაქო კოდექსი ამ ორი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემულ დოკუმენტს ერთმანეთისგან არ ანსხვავებს.
,,შემსყიდველი ორგანიზაციები მაინც აგრძელებენ არასამართლიან არაკანონიერ მიდგომას და საავანსო საბანკო გარანტიებს ითხოვენ.
მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულს, რაც სადაზღვევო კომპანიებს აყენებს ძალიან დიდი რისკის წინაშე საბანკო გარანტიების გაცემასთან მიმართებაში და
რეალურად, ფინანსური კუთხით, ჩვენთვის არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი.“-ნათქვამია სარჩელში, რომელიც bm.ge-ს კომპანიიდან მიაწოდეს. დოკუმენტს, მტკიცებულებად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული რამდენიმე ტენდერის მონაცემები ახლავს.