მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის, Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი აშშ-ის მთავრობის მხრიდან მოკავშირეების წინააღმდეგ სავაჭრო ტარიფების და შეზღუდვების დაწესებას "ომის დაწყებას" უწოდებს.
უორენ ბაფეტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ ტარიფების დაწესებით სავაჭრო ომი წამოიწყო, რომელიც, საბოლოო ჯამში, ამერიკის მოსახლეობას დააზიანებს, რადგან, როგორც გამოცდილი ინვესტორი აღნიშნავს, ტარიფი, საბოლოო ჯამში, ფარული გადასახადია, რომელიც პროდუქტების და სერვისების გაძვირებას, ანუ ინფლაციის ზრდას იწვევს.
როგორც ბაფეტი აღნიშნავს, აშშ-ის მთავრობას ტარიფების გამოყენების მრავალწლიანი ისტორია და გამოცდილება აქვს, თუმცა შედეგი ყოველთვის ერთნაირია და სავაჭრო ბარიერები ქვეყნის ეკონომიკისათვის სარგებლის მომტანი არასოდესაა.