"გასულ კვირას, ურბანული განვითარების სამსახურმა, ვადაგადაცილებულ და მიმდინარე საკითხებზე მუშაობა დაასრულა", - განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, 800-მდე ვადაგადაცილებულ განცხადებას პასუხი გაეცა.
"ჩემი დავალება იყო, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო სამშენებლო ნებართვების საკითხი. 800-მდე იყო ვადაგადაცილებული და დღეს ეს არის განულებული. ყველა შემოსულ წერილს გაეცა პასუხი. სამშენებლო სექტორს ამ მიმართულებით პრობლემა აღარ უნდა შეექმნას, თვეობით უწევდათ ლოდინი. ეს ეკონომიკისთვისაც ცუდია, რადგან ეს არის ბიზნესი რომელიც უამრავ ადამიანს ასაქმებს. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს ხელშეწყობა. ქალაქის ურბანული განვითარება უნდა მოხდეს სწორად. მინდა ურბანული განვითარების სამსახურის თანამშრომლებს სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო. ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს", - განაცხადა კალაძემ.