მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალების განულების პირობებზე ფინანსთა მინისტრი კომენტარს არ აკეთებს

5c0e855aa42d4
თამუნა დემეტრაშვილი
10.12.18 19:23
895
ვალების განულების პირობებსა და გადასახდელი თანხის ოდენობაზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კომენტარს არ აკეთებს.

,,ეს არის კერძო გარიგების საგანი და კომენტარს არ ვაკეთებ”, -განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ წინასწარი მონაცემებით, ჩამოსაწერი თანხის ოდენობა სავარაუდოდ მილიარდ ნახევარ ლარს გადააჭარბებს.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის საბოლოო ხელშეკრულება სამ ბანკთან - „საქართველოს ბანკთან“, „თიბისი ბანკთან“ და „ლიბერთი ბანკთანაა“ დადებული და ვებ გვერდზეც ამ ფინანსური ინსტიტუტების კლიენტების მონაცემები აიტვირთება.

მაჭავარიანის ინფორმაციით, უკვე დაზუსტებულია 400 ათასი მსესხებლის და 600 ათასამდე სესხის შესახებ მონაცემები.

,,რამდენიმე ბანკი რიგშია, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. ვალების ჩამოწერის პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე ძირითადი ნაწილი დასრულდება”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ცოტა მეტი დრო დასჭირდება ისეთი სესხების შესახებ მონაცემების შეკრებას, რომლებიც უკვე სასამართლოშია გადაცემული, თუმცა დასძინა რომ ასეთი შემთხვევები ბევრი არ არის.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები