ვარკეთილის მე-3 მასივისთვის განვითარების ჩარგო გეგმა შემუშავდება
თამუნა დემეტრაშვილი
21.09.18 17:44
• 814
ვარკეთილის მე-3 მასივისთვის განვითარების ჩარჩო გეგმა შემუშავდება, რისთვისაც თბილისი მერიამ ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო ტერიტორია 70,7 ჰექტარს მოიცავს, სადაც ამჟამად ძირითადად ე.წ. ,,ხრუშოვკის“ ტიპის საცხოვრებელი სახლებია განლაგებული, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ავარიულია. ,, დღეის მდგომარებით საპროექტო არეალში არ ხდება ერთიანი სტრატეგიული განვითარება. არსებული ინიციატივები შემოიფარგლება საზოგადოებრივი სივრცეების გასხვისების შედეგად გაჩენილ კერძო ნაკვეთებზე ახალმშენებლობებით. გამომდინარე იქიდან, რომ საპროექტო არეალის საცხოვრებელი ფონდი საჭიროებს ფიზიკურ გაჯანსაღებას, და ამასთან, პრიორიტეტულია მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნება, აუცილებელია განვითარება წარიმართოს ერთიანი ქალაქგეგმარებითი და ტექნიკურ-ეკონომიკური სტრატეგიის საფუძველზე.“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. პროექტის განხორციელების მთავარ მიზნად მუნიციპალიტეტი ავარიული საბინაო ფონდის რეგენერაციას ასახელებს. ტენდერის ფარგლებში ვარკეთილის გარდა, ჩარგო გეგმები უნდა შემუშავდეს ,,ელიავას ბაზრობის ტერიტორიისთვის, ,,აკადემ ქალაქისთვის“, დოლიძე-ხილიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიისთვის და ორთაჭალის ბაღებისთვის. ჯამში ამ მიზნით 1,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.