ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და “ქობალია კონსალტინგის“ დამფუძნებელი ვერა ქობალია, ჰონკონგის უნივერიტეტთან ერთობლივ პროექტზე იმუშავებს, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საჯარო სექტორში გამოყენებას ითალისწინებს, ამის შესახებ მან "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
"მივიღე შეთავაზება და ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან ერთად ვიმუშავებთ ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე კონკრეტულად საჯარო სექტორისთვის. ეს იქნება ჩინეთისა და აზიისთვის და იმედი მაქვს შემდეგ ჩვენს ქვეყანაშიც დავნერავთ ამ პროექტს. პროექტი ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში გამოყენებას გულისხმობს“ - განაცხადა ვერა ქობალიამ.