მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი ორ თვეში დასრულდება"

5b1e2f61efba1
BM.GE
11.06.18 12:13
638
წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები დაანონსებული მაისის ნაცვლად 7 ივლისამდე დასრულდება. განცხადება მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების არეალი გაფართოვდა, რამაც ვადების გადაწევა განაპირობა.

„მისადგომი გზები 2 კილომეტრი დასაწყისში და 2 კილომეტრი 13 ივნისის სტიქიის შემდგომ დაზიანდა, ისედაც არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში. ამავე დაფინანსების ფარგლებში ჩვენ გამოვაცხადეთ ამ გზების რეაბილიტაციის პროექტი. 7 ივლისამდე აქვს კონტრაქტორს ვადა ასფალტის სამუშაოებზე. თუმცა ვითვალისწინებთ იმ გარემოებას რომ მანგლისში დამსვენებლები ადიან ივლისსა და აგვისტოში და ჩვენ ვიმედოვნებთ რომ თვის ბოლოს გავხსნით ამ გზას.“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

წყნეთი-ბეთანიის გზა 2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზიანდა. გზის აღდგენითი სამუშაოებისთვის ვროპის საინვესტიციო ბანკმა 25 მილიონი ევრო გამოყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა 9 ღონისძიება ჩაატარა. მათ შორის, დაამონტაჟა ცხაურები ანუ არმატურის ბადეები, რომელიც მეწყერის შემთხვევაში დაიჭერს ხეებს; ასევე, მოეწყო რკინა-ბეტონის კედლები. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს განგაშის ახალი სისტემის მოწყობა, რომელიც საქართველოსთვის ინოვაციურია; ორ თვეში კი ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი დასრულდება, რაც მდინარეს თავისუფალი დინების საშუალებას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები