ვინ მოაწყობს დასავლეთ საქართველოში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას ერთ კვირაში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ bm.ge-ს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის open.net-ის ხელმძღვანელმა ნინო ქუბინიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე დასრულდა საკვალიფიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა. Open.net-მა განიხილა საკვალიფიკაციო განაცხადები და დღეს, სავარაუდოდ, მოხდება ფასთა კვოტორების განხილვა. აუცილებლად გამოვლინდება გამარჯვებული, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში და ჩვენ წელს გვექნება შესაძლებლობა, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადავდგათ“,- აცხადებს ნინო ქუბინიძე.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში Open.net-მა გამოაცხადა სახელმწიფო შესყიდვა ინტერნეტის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე შემდეგ ლოკაციებზე:
• ზუგდიდი-ჯვარი-მესტია - ჯამური ღირებულება: 5 790 000 ლარი
• ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაური - ჯამური ღირებულება: 5 050 000 ლარი
• სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთი - ჯამური ღირებულება: 4 280 000 ლარი
• ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი - ჯამური ღირებულება: 3 930 000 ლარი
აღნიშნულ ლოკაციებზე განაცხადების მიღება 30 მაისს შეწყდა.