მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისოლის შვილობილი კომპანია შავ სიაში მოხვდა

5bd6ce21c2361
თამუნა დემეტრაშვილი
29.10.18 13:06
936
კომპანია ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ შვილობილო კომპანია ,,ვისოლ ავტო ექსპრესი“ შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა. ამის მიზეზი კი, ტენდერის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. შესყიდვების სააგენტოს მიერ მოკვლეული მასალების მიხდევით დგინდება, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო მოთხოვნილი ხარისხისა და კონფიგურაციის საბურავების თავდაცვის სამინისტროსათვის მიწოდება, ასევე შეუსაბამო იყო სამუხრუჭე სითხე, რომლის შეძენაზეც, ,,ვისო ავტო ექსპრესთან“ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. შავ სიაში კომპანია 2019 წლის ივნისამდე იქნება. ,,ვისოლ ავტო ექსპრესი“, რეესტრის მონაცემებით 2010 წელსაა დაფუძნებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები