13 -დან 16 ოქტომბრამდა თბილისში ვითიბი ბანკის თასზე, სპორტულ ტანვარჯიშში, საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. საქართველო აღნიშნულ ტურნირში ვაჟთა ორი და გოგონათა ორი გუნდით მონაწილეობდა, რომლებიც მთლიანად საქართველოს ნაკრების წევრებით იყო დაკომპლექტებული.
გუნდური შედეგებით საქართველომ მესამე და მეხუთე ადგილები დაიკავა.
საქართველოს გარდა ტურნირში მონაწილეობა უკრაინის და რუსეთის სპორტსმენებმა, ჩვიდმეტმა ვაჟმა და თხუთმეტმა გოგონამ, მიიღო მონაწილეობა.
ვითიბი ბანკის თასზე საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყოველწლიურად ტარდება, ბანკი 2012 წლიდან არის საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის გენერალური სპონსორი.