მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volkswagen-მა გერმანიაში 20,000 თანამშრომელი გაათავისუფლა

volkswagen

ფინანსურ სირთულეებთან გამკლავების და ხარჯების შემცირების მიზნით, Volkswagen Group-მა გერმანიაში 20,000 თანამშრომელი გაათავისუფლა.

შემცირება შეეხოთ როგორც უშუალოდ VW-ში დასაქმებულებს, ასევე კონგლომერატის მფლობელობაში მყოფი ბრენდების თანამშრომლებს.

როგორც ცნობილია, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანია ქვეყნის მასშტაბით თანამშრომლების რაოდენობას დამატებით 15,000-ით შეამცირებს, რაც ახალი სტრატეგიის ამოქმედებას უკავშირდება, რომელიც ხარჯების შემცირებას და ეფექტიანობის გაზრდას ითვალისწინებს.

ასეთ რთულ ვითარებაში Volkswagen-ის აღმოჩენა მსოფლიოს მასშტაბით შემცირებულ გაყიდვებს, ელექტრომობილების მიმართულების ჩავარდნას და აშშ-ის ტარიფების ამოქმედებას უკავშირდება. ამასთან, VW Group-ს განსაკუთრებით უჭრის ფეხის მოკიდება ჩინეთის ბაზარზე, სადაც ამჟამად ადგილობრივი ბრენდები დომინირებენ, რაც გერმანული კონგლომერატის ბაზრის წილს ყოველდღიურად ამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები