ბაზარზე არსებული გაურკვევლობის ფონზე, შვედური წარმოშობის Volvo ხარჯებს ამცირებს და 2025 წლის შემოსავლების პროგნოზს აუქმებს.
როგორც კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, მომდევნო თვეების განმავლობაში კომპანია $1.87 მილიარდის საოპერაციო ხარჯების დაზოგვას გეგმავს, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი თანამშრომლების ანაზღაურება იქნება.
„ქამრების შემოჭერის“ სტრატეგიაზე გადართვა Volvo-ს დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის და პირველ კვარტალში გაუარესებული ფინანსური შედეგების გამო მოუწია.
როგორც ირკვევა, Volvo-ს შემოსავლები წინა კვარტალში თითქმის 12%-ით შემცირდა, რაც ინვესტორებისთვის მოულოდნელი იყო და ამან კომპანიის აქციების 10%-იანი ვარდნა გამოიწვია.