VTB ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ჰყავს. როგორც ცნობილია „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.384322 %-ის აქციათა მფლობელის – საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკ ვეტებეს“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არჩილ კონცელიძეს. კონცელიძე საჭოს დატოვების მიუხედავად გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას. სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მიზეზი კი ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციაა, რომლის მიხედვითაც ორივე თანამდებობის ერთდროულად დაკავების უფლება ბანკირებს პირველი ივნისიდან აღარ აქვთ.
საბჭოს ახალი წევრები გახდნენ მერაბ კაკულია და გოჩა მაჩაბერიძე. 1993-2005 წლებში მერაბ კაკულია მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.