ქართული სტარტაპ კომპანია „ვაიმე“ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქართულ სანელებლებს ამზადებს. კომპანიის დამფუძნებლების თქმით, მათი მიზანია, შექმნან ხარისხიანი ქართული პროდუქტი. ამისათვის კი ისინი მუდმივად ეძებენ ადგილობრივ მომწოდებლებს.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ მხოლოდ საქართველოში მოყვანილი ნედლეული. ამიტომ სულ გვიწევს ადგილობრივი ფერმერების ძებნა, რომლებიც აწარმოებენ ყვითელ ყვავილს, წიწაკას და მოგვაწვდიან საქართველოში მოყვანილი მცენარეებისგან დამზადებულ ხარიხსიან პროდუქციას,“ - აცხადებენ კომპანიაში.
ქართული წარმოების Waime Spices უკვე იყიდება 5 ქვეყანაში: რუსეთში, უკრაინაში, ესტონეთში, ლატვიასა და ფინეთში. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, 2019 წლიდან მათი პროდუქცია აქტიურად გამოჩნდება ქართულ ბაზარზე და მომხმარებლები მალე იხილავენ ახალი სახეობის სანელებლებს მსხვილი სუპერმარკეტების დახლებზეც.