მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Warner Bros და Discovery ორ კომპანიად გაიყოფიან

warner

Warner Bros Discovery-ის სახელით ცნობილი ჰოლდინგი ორ კომპანიად გაიყოფა და საფონდო ბირჟაზე ცალ-ცალკე დაილისტება.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, გლობალური სატელევიზიო ქსელების ბიზნესი ცალკე იქნება, ხოლო სტრიმინგი და კინოსტუდია ცალკე იქნება ხელმისაწვდომი, რაც ინვესტორებს უფრო კონკრეტული არჩევანის გაკეთების საშუალებას, ხოლო ჰოლდინგს მეტი კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

ჰოლდინგის საერთო კაპიტალიზაცია ამჟამად $24 მილიარდს შეადგენს და ის ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორიცაა: Warner Bros, DC Studios, HBO, CNN, TNT Sports და Motion Picture Group.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები