home
category
tv live menu
EN
Loading data...

ლევან დავითაშვილი: ქვეყანას საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით პოტენციალი აქვს

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, ის  უფრო მეტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს. 

აეროპორტის ახალ ინფრასტრუქტურა აღიჭურვა თანამედროვე შუქ-სასიგნალო სისტემით, რომელიც აუცილებელია აეროპორტის და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება.

ჯამში, დღეიდან აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს. 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი სამიმოსვლო ბილიკი აეროპორტის ასაფრენ ზოლთან დიდგაბარიტულ, მეტწილად, კარგო თვითმფრინავებს აკავშირებს, რომლებიც ტვირთის გადაზიდვისთვის გამოიყენება.

მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ, გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას და დააჩქარებს აფრენების სიხშირეს, მეორე მხრივ კი, გააუმჯობესებს აეროპორტში მიმოსვლას უსაფრთხოების კუთხით. 

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მზარდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, რომ კარგო მიმართულება განვითარდეს. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მოხდეს კარგო მიმართულების უფრო მეტად განვითარება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კარგო ჰაბის როლი შეასრულოს. ამ კუთხით ახალმა ინფრასტრუქტურამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები