ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ კი პრეტენზიები არ იკლებს. The Wall Street Journal-ის სტატიაში ნათქვამია რომ "ჯანმოს ძირეული რეფორმები ესაჭიროება, რადგან მან ვერ შეძლო Covid 19-ის პანდემიის პირობებში ქვეყნებისთვის კომპეტენტური რჩევების შეთავაზება და კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღება“. გამოცემამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ პრეტენზიები ღიად და ხისტად პირველად ტრამპისგან იყო.
“WHO-ს ჰქონდა შესაძლებლობა, ათასობით სიცოცხლე გადაერჩინა და მსოფლიოსთვის ეკონომიკური ზარალი შეემსუბუქებინა. თუმცა, ჯანმო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. მათ პასუხი უნდა აგონ საკუთარ ქმედებებზე“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ორგანიზაციისათვის დაფინანსების 60-დან 90 დღემდე ვადით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.