მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინასაარჩევნოდ ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

6157091cd478d
BM.GE
01.10.21 17:09
720
1 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,1345ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2,12 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,6310ლარი გახდა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბერს სავალუტო აუქციონი ჩაატარა და $60 მილიონი გაყიდა. აუქციონის შედეგად, გუშინ ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. 

ეს 2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, ბოლო აუქციონი სებ-მა 3 აგვისტოს გამართა, რა დროსაც $30 მილიონი გაყიდა. ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 ოქტომბრიდან შევა ძალაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები