წითელი ხიდიდან სარფამდე გადაადგილების დრო 7-8 საათიდან 4 საათამდე შემცირდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ სასტუმრო Radisson-ში გამართულ საინვესტიციო ბიზნესფორუმზე (Bia Forum) განაცხადა. მისი თქმით, ამისთვის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროპექტები ხორციელდება, განსაკუთრებული აქცენტი კი რიკოთის გვირაბისა და გზის პროექტზე გაამახვილა, ასევე წითელი ხიდის და სარფის დამაკავშირევბელ გზაზე, რომელიც 460 კილომეტრია. მისი განმარტებით, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების განხორციელების შემდეგ, აღნიშნული გზა 30 კილომეტრით დამოკლდება და 430 კილომეტრი გახდება.
„რიკოთის მონაკვეთი პერსპექტიული პროექტია, რომელიც ოთხ ლოტად არის დაყოფილი და როგორც ტექნიკურად, ასევე ფინანსურად ძალიან საინტერესო და დიდი ეფექტის მომცემი პროექტია.
ასევე მნიშვნელოვანია წითელი ხიდისა და სარფის დამაკავშირებელი მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 460 კილომეტრია, აქედან 95 კილომეტრი უკვე ჩაშვებულია და მიმდინარეობს რეაბილიტაცია, 185 კილომეტრის რეაბილიტაცია უახლოეს თვეებში დაიწყება, დანარჩენი კი უკვე გაკეთებულია.
ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დაახლოებით 4-ჯერ გაიზრდება გზების გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ორი მთავარი ინდიკატორი: გზების უსაფრთხოება და გადაადგილების სისწრაფე, ანუ წითელი ხიდიდან სარფის საზღვრამდე მისასვლელი დრო თითქმის განახევრდება“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე განცხადებით, გზების მშენებლობაზე უკვე დახარჯულია 1 ,340 მილიარდი ლარი 1, 055 მილიარდი ლარის პროექტები მიმდინარეა და 5,3 მილიონი ლარია გათალისწინებული პერსპექტიულ პროექტებზე.