მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლოდან მესტიას წყლის გამწმენდი ნაგებობა ექნება

5ba0a942cfc6d
BM.GE
18.09.18 11:28
727
ტურისტულ ზონებში წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად გრძლედება. მესტიაში მიმდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა და მოადგილე, ირაკლი ურუშაძე ადგილზე გაეცნენ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ობიექტი მესტიაში მცხოვრებ 3000-მდე ადამიანსა და იქ ჩასულ ტურისტებს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში აშენდა რეზერვუარები და წყლის მაგისტრალური მილსადენი. ამ დროისთვის, სამუშაოების 90% შესრულებულია.

საკურორტო ზონაში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

სამუშაოები აზიის განვითარების ბაკმა 21 956 496 ლარით დააფინანსა. პროექტის ფარგლებში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები