მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხაშმის საფერავი" - ახალი ადგილწარმოშობის დასახელება

5ad0dea0b6c8b
მაია ბიწაძე
14.04.18 16:00
2560
ქართული ღვინოების ადგილწარმოშობის დასახელებებს, კიდევ ერთი - ,,ხაშმის საფერავი“ ემატება. როგორც ,,საქპატენტის“ თავჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ Bm.ge-ს განუცხადა, ამ საკითხზე მუშაობა "საქპატენტში" დასრულდა და სავარაუდოდ მაისის დასაწყისში "ხაშმის საფერავი" გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობების დასახელებების სახელმწიფო რეესტრში გამოქვეყნდება.

""ხაშმის საფერავის" ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ყველა პროცედურა დასრულებულია და გასაჩივრებისთვის არის გამოქვეყნებული, რომ თუ ვინმეს რამე სახის პრეტენზია გააჩნია დააფიქსიროს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში, ეს ადგილწარმოშობის დასახელება ჩვენს რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდება. თავის დროზე, ხაშმის საფერავი "ღვინის ეროვნულმა სააგენტომ" შეისწავლა: ღვინის რეპუტაცია სახეზე იყო, განსაკუთრებული თვისებები სახეზე იყო, ხაშმის ყურძნი განსხვავდებოდა, შესაბამისად შემოტანილი იქნა ჩვენთან და დავიწყეთ მისი რეგისტრაცია. ეს ეხება სოფელ ხაშმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოყვანილ საფერავის ჯიშის ყურძენს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, "ღვინის ეროვნული სააგენტო" კიდევ რამდენიმე დასახელებაზე მუშაობს და ველოდებით, რომ ცოტა ხანში მოგვაწვდიან" - განაცხადა ნიკოლოზ გოგილიძემ.

ამჟამად "საქპატენტში" 18 ღვინის, 8 მინერალური წყლის და 20, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტის, ადგილწარმოშობის დასახელებაა რეგისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები