მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

XIX საუკუნის ქართული რეკლამები

5b3f8880385d9
ნინი ლონგურაშვილი
06.07.18 21:00
4404
„ამით ვაუწყებ პატივცემულ საზოგადოებას, რომ მე გავხსენი რესტორანი "იალტა" და იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ჩვეულებრივის თანაგრძნობით და სიამოვნებით ივლის ჩემს რესტორანში, რომელიც იმყოფება ვორონცოვის ქუჩაზე, ფქვილის მოედნის, ახლო არტემ კოსტანოვის სახლებში. - ამ რეკლამას იმ დროის საქართველოში "ცნობის ფურცელიში" ამოიკითხავდით, რომელიც 1899 წლით არის დათარიღებული.

თითქოს გულუბრყვილო სარეკლამო განცხადებები, იმ პერიოდის წამყვან ბეჭდურ გამოცემებში, გაზეთ „ივერიში“, „ცნობის ფურცელში“ და დროებაში იბეჭდებოდა.
საქართველოში პირველი საგაზეთო რეკლამა მე-19 საუკუნეში გამოჩნდა, როგორც კი ქართულმა ბეჭდურმა პრესამ არსებობა დაიწყო. მაშინ რეკლამა ორ კატეგორიად იყოფოდა, პირველი განცხადებების ფორმას არ სცილდებოდა, ხოლო მეორე სახის რეკლამაში მოთხრობილი იყო პროდუქციის დანიშნულება.

ასე, მაგალითად: ჩინეთის მაღაზია, იგემეთ ჩაი პირველი მოკრებისა 1898 წლისა, მშვენიერი ყნოსვისა და სასიამოვნო გემოსი, ყოველს მყიდველს ჩვენის ჩაისას დაეთმობა მანათზე აბაზი და საჩუქრად მიიღებს ჩინეთის, იაპონიის და სხვა საჭირო და საოჯახო ნივთს.


რეკლამების ბუმი 60-იანი წლებიდან იწყება, „ხალხთა ცხოვრებაში განცხადება ისეთს უცილობელს საჭიროებას შეადგენს, ვითარცა პური ჩვენი არსობისა“ - ასე ფიქრობდნენ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ქართველი მედია-მენეჯერები. მათ მიაჩნდათ, რომ სარეკლამო განცხადების გარეშე არაფერი კეთდება, ამიტომაც მაშინდელ სარეკლამო განცხადებებს, კამპანიებსა და მარკეტინგულ გათვლებს, ერთი საერთო ნიშანი - საოცარი მიამიტობა ახასიათებს.

1861 წელს თბილისში გამოდიოდა სასოფლო-სამეურნეო გაზეთი "გუთნის დედა", რომელშიც პირველი ქართული რეკლამა განთავსდა. გაზეთის გარეკანზე დაიბეჭდა რეკლამა - "დღეში ცხრა თუნგის მომწველი ფლამანდრიული ძროხა", რომელიც იტყობინებოდა თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოყვანილი ძროხა რამდენ ლიტრს იწველიდა.

ვყიდულობ ცოცხლებად კავკასიის გარეულ ცხოველებს, საჭიროა აგრეთვე გარეული ფრინველები, მსურველთ მიჰმართონ პირადად ან წერილით მიხეილის ქუჩაზე № 106

რთული წარმოსადგენია, თუ რა მარტივი მეთოდებით ცდილობდნენ წარსულში მეწარმეები საკუთარი პროდუქტითა და სერვისით კლიენტის დაინტერესებას, დღეს, როცა ამ სფეროში კოლოსალური თანხები იხარჯება, დიდი ხნის განმავლობაში, ეს საოცრად მიმზიდველი მასალა მხოლოდ ძველი გაზეთების ფურცლებზე ცოცხლობდა, ახლა კი ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. გამოცემა გაზეთ „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“, 1886-1909 წლებში გამოქვეყნებულ, გამორჩეულ სარეკლამო განცხადებებს აერთიანებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები