მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზტრანსგაზ-თბილისი ოდორიზაციის კონტროლს იწყებს

5b6af14433fcf
BM.GE
08.08.18 17:25
857
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველის გადაწყვეტლებით ოდორიზების მაკონტროლებელი ლაბორატორიამ, რომელიც ათი წლის წინ გაუქმდა მუშაობა განაახლა.
თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მეშვეობით, კომპანია დამოუკიდებლად აკონტროლებს ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის ხარისხს და ტექნიკურ მახასიათებლებს.

"გაზის ოდორიზაცია აუცილებელია მეტი უსაფრთხოების მიზნით. ბუნებრივ გაზს არც ფერი აქვს და არც სუნი. გაზის გაჟონვის გამოვლენის მიზნით მასში ოდორანტს, სპეციფიური სუნის მიმცემ სპეციალურ ნივთიერებას - ეთილმერკოპტანს ურევენ. ბუნებრივი გაზის ოდორიზაცია მუდმივად მიმდინარეობს და მასში სუნის მიმცემ ნივთიერებას განსაზღვრული დოზით ურევენ.

საქართველოს კანონმდებლობით ამ პროცედურას და მის ხარისხზე კონტროლს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს. „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ახალი ლაბორატორიის მეშვეობით ხარიხსის და დოზირების კონტროლი კომპანიას დამოუკიდებლად შეუძლია", - განმარტავენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები