მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომპიუტერული თამაშები

5bffe9d5732c9
მარიამ ადამია
29.11.18 18:00
3626
კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიამ ბრუნვის მაჩვენებლებით უკვე დიდი ხანია გაასწრო ფილმების ინდუსტრიას. თანამედროვე კომპიუტერულ თამაშებში იქნება, როგორც არსებული სამყაროს ვირტუალური ასლი, ასევე არარსებული, ფანტასტიკური სამყაროები, რომლებშიც სხვადასხვა უცნაური არსებები ბინადრობენ.

თამაშების გრაფიკაც უკვე დიდი ხანია არ ჩამოუვარდება თანამედროვე კინოინდუსტრიის პროდუქტებს. კომპიუტერული თამაშების ისტორია კი, სათავეს 1995 წლიდან იღებს, როდესაც, ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი საბრძოლო შინაარსის თამაში Mortal Kombat გამოვიდა, რომლის დაახლოებით მილიონი ასლი გაიყიდა. ბაზარზე წარმატებით პოზიციონირების შედეგად კი, მალევე ინდუსტრიით სხვებიც დაინტერესდნენ და ზუსტად ერთ წელიწადში გამოჩნდა რიგით მეორე, კომპიუტერული თამაში- სუპერ მარიო, რომელმაც თამაშების ინდუსტრიაში, გაყიდვების რაოდენობით რეკორდი მოხსნა, რადგან 23 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა, რის გამოც 2007 წელს გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.

თამაშის მწარმოებელი კომპანია - ნინტენდო კი არც ამ წარმატებას დასჯერდა და ზუსტად ერთი წლის თავზე, გამოჩნდა მარიოს ახალი სერია - Mario Kart, რომელიც პოპულარობით არ ჩამოუვარდა მის წინამორბედს და 9 მილიონზე მეტი გაიყიდა.

სათავგადასავლო ჟანრის თამაში The Legend of Zelda ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა, მწარმოებელი არც ამ შემთხვევაში შეცვლილა, ხოლო მოთხოვნა მათ მიერ შექმნილ თამაშებზე, წლიდან-წლამდე იზრდებოდა. ამიტომაც ყოველ წელს ახალ -ახალი კომპიუტერული თამაშით იწყებდა, მათ შორის 1999-იც, როდესაც მომხმარებლებს Donkey Kong შესთავაზა, რომელიც გავრცელდა თითქმის ყველა კონტინენტზე მსოფლიოს მასშტაბით და ხუთ მიიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
კიდევ ერთი თამაში, რომელმაც გლობალური მასშტაბით გაითქვა სახელი და ყოველი მეორე ადამიანის გართობის საშუალება იყო - პოკემონია, რომელიც პირველად 2000 წელს გამოჩნდა და ხუთი მილიონ 45 ათასი თამაში გაყიდა.

2001 წელს კი, ბაზარზე გამოჩნდა სპორტული შინაარსის თამაში Madden NFL, რომელიც ამერიკული ფეხბურთის სიმულაცია იყო და 13 სერიისგან შედგებოდა, თუმცა ხშირად ხდებოდა თამაშის განახლება, განვითარება და შესაბამისად იზრდებოდა მომხმარებელთა, რაოდენობა, რომლებიც ყოველ წელს ელოდენოდნენ- ახალ-ახალ ვერსიებს. რაც შეეხება გაყიდვების რაოდენობას, პირველი გამოშვება 3 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა, შემდეგი ორის ასლთა რაოდენობამ კი 5-5 მილიონი შეადგინა.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი თამაშია ბრიტანულ-ამერიკული - Grand Theft Auto, ანუ იგივე GTA, რომელიც ბაზარზე 2002 წელს გამოჩნდა და მისი, დაახლოებით, 16 მილიონი ასლი გაიყიდა, თუმცა ისტორიული მაქსიმუმი მაინც Warfare-მა აჩვენა, როდესაც გამოსვლიდან პირველივე დღეს ოთხი მილიონ 700 ათასი თამაში გაყიდა. ეს იყო ახალი სიტყვა კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში, რომელიც დღემდე აგრძელებს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას, ხოლო ბოლო განახლებული სერია კი 2017 წელს გამოიცა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები