დაუსრულებელ 179 ობიექტს შორის საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად რესტორნები, სასტუმროები და სხვა დანიშნულების ნაგებობებიცაა. BMG - ს დაუსრულებელი მშენებლობების სტატისტიკა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მიაწოდა.
"დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობები ოთხ კატეგორიად იყოფა. არის ისეთი, მშენებლობები, რომლებიც შეჩერებულია, მაგრამ მფლობელი ადგილზეა, მაგრამ არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც სურს მშენებლობების დასრულება, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ასევე ბევრია ქალაქის მასშტაბით, რომლებიც ფინანსური ზარალის გამო არის შეჩერებული, რომლების შემთხვევაშიც მთავრობამ უნდა განსაზღვროს, რა შეიძლება გაკეთდეს, იმისთვის რომ პრობლემა მოგვარდეს“, - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი.
ილია ელოშვილის თქმით, ყველაზე მეტი დაუსრულებელი მშენებლობა ვაკეში დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით სულ 179 დაუსრულებელი მშენებლობაა, საიდანაც 43 ობიექტს მერიამ კონსულტაცია გაუწია, 19-მა ობიექტმა კი მუშაობა განაახლა.