მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზედაზენი 2019 წელს ხილის გადამამშავებელ საწარმოს ააშენებს

5ac8c725d05f7
ელენე გოგბერაშვილი
07.04.18 18:00
1024
,,ქართული ლუდის კომპანია’’ ზედაზენის ქარხნის ტერიტორიაზე 2019 წელს ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალურიმა დირექტორმა, კახა კოტრიკაძემ BM.GE-ს განუცხადა, ქართული ლუდის კომპანია აღნიშნულ პროექტზე 7 მილიონი ევროს ინვესტიციის განხოციელებას გეგმავს.

,,წელს ვგეგმავთ ძალიან ბევრ სიახლეს როგორც ლუდის, ისე წვენებისა და ლიმონათის წარმოების მიმართულებით. ნატურალური ხილის გადამამუშავებელი ქარხნის პროექტზე ვმუშაობთ, წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ შეიკრას ეს პროექტი, მოხდეს შესწავლა როგორც ნედლეულის ბაზრის, ისე მომწოდებლების და მომავლის წლისთვის მოვემზადოთ ამ პროექტის განხორციელებისთვის’’-განაცხადა კახა კოტრიკაძემ.

ქართული ლუდის კომპანია ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ამ დრომდე კომპანიას წარმოებაში უკვე განხორციელებული აქვს 150 მილიონი ლარის ინვესტიცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები