მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზედმეტი რეგულაცია ეკონომიკას აფერხებს"

5afa86c257fae
სალომე მეცხვარიშვილი
15.05.18 11:04
673
"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, როდესაც საუბარია საბანკო სექტორზე",- ასე აფასებს PMCG- ის ხელმძღვანელი ლექსო ალექსიშვილი ახალ საბანკო რეგულაციებს, რომლებიც მოსახლეობის ნაწილს სესხებზე ხელმისაწვდომობას უზღდავს.

"ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყით ამ თვალსაზრისით და არ ვფიქრობ, რომ ზედმეტი რეგულაცია ეფექტს გამოიღებს. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, როდესაც საუბარია საბანკო სექტორზე და შემდეგ უკვე საბანკო სექტორის მხრიდან რეალურ სექტორზე, ბიზნესზე ზეგავლენის თვალსაზრისით. გამიჭირდება თითოეული მათგანი შევაფასო. არ მგონია, რომ ზედმეტ რეგულაციას აქვს აზრი და მიმაჩნია, რომ ეს არის ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი. როდესაც ვსაუბრობთ ზედმეტ დავალიანებაზე ეს უფრო გამოწვეულია ვალის ამღები ადამიანების მხრიდან ფინანსური განათლების ნაკლებობაზე. ჯობია აქცენტი გავაკეთოთ ამაზე, როგორ უზრუნველვყოთ ფინანსური განათლება და არა დავაწესოთ შეზღუდვები",- აცხადებს ალექსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები