მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია - სპიკერი

61580a4e7403c
BM.GE
02.10.21 11:33
1203
უკრაინის პრეზიდენტის სპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია საქართველოს ექსპრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებით და საქართველოდან მომავალი განცხადებების ტონით. 

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ახალი ამბით და იმ განცხადებების ტონით, რომელიც საქართველოში სიტუაციის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით კეთდება.

უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, გარკვევით განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი უკრაინის მოქალაქის მიმართ ამ ნაბიჯის გადადგმისა", - წერს პრეზიდენტის პრესმდივანი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.



გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები