მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზემო აჭარაში გაზმომარაგების სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება

5b2a055d0a0ec
BM.GE
20.06.18 11:40
454
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაზიფიცირების პროექტი უკვე ხორციელდება ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომელიც პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს.

სამუშაოები 2018 წლის შემოდგომაზე, ვადაზე ადრე დასრულდება. საუბარია პროექტის მეორე ეტაპზე, რომელიც განხორციელდება აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც 9000 აბონენტია.

ტექნიკური ხასიათის სირთულეებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სამხრეთ საქართველოში არსებულ გაზსადენის ქსელზე დაერთებით, ადიგენიდან კურორტ გოდერძის მიმართულებით აშენდება გაზსადენი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის თბომომარაგების ალტერნატიული წყაროს შექმნის საქმეში. პროექტს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები