"იმისთვის, რომ ადამიანი იყოს წარმატებული და კონკურენტუნარიანი საჭიროა ჰქონდეს ძალიან კარგი ზოგადი განათლება", - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა "ქალების ნარატივში" განაცხადა.
"იმისათვის, რომ იყო კონკურენტუნარიანი განსხვავებულ ასპექტებში, განსაკუთრებით სამეცნიერო ტექნოლოგიებში, ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს კარგი ზოგადი განათლება, ვინაიდან კომპიუტერს აუცილებლად სჭირდება ტექნიკური განათლება.
შესაბამისად, ჩემი რჩევა ადამიანების მიმართ არის, რომ მიიღონ რაც შეიძლება კარგი განათლება მეცნიერების, მათემატიკის მიმართულებით, დაეუფლონ ტექნიკურ უნარებს. ბაზარი დღეს ითხოვს კოგნიტურ უნარებს, ტექნიკურ უნარებს", - განაცხადა მერსი ტემბონმა.
მისივე განმარტებით, განათლების მიღება უნდა მოხდეს საბავშვო ბაღიდანვე, რადგან სასკოლო და სკოლამდელ ასაკში განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის შემდგომი განვითარებისთვის.
"საბავშვო ბაღებში განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც შესაძლოა ფუნდამენტი შექმნას მომავლისთვის. თუ გვაქვს სოლიდური სკოლის განათლება, ეს ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მარტივდება შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია, საბავშვო ასაკიდან დავიწყოთ განათლების მიღება, რადგან როდესაც მივალთ უმაღლეს განათლებამდე, თუკი ეს ფუნდამენტი არ გვექნება, ძალიან გართულდება შესაბამისი ცოდნის მიღება. ამიტომ, ყველა ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს სასკოლო და სკოლის წინა განათლებას", - განაცხადა მან.