პარტია „ევროპულის საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებას არ ემხრობა. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ღია ეკონომიკა, გახსნილი ბაზარი და მეტი ინვესტიცია და არა მსგავსი ტიპის რეგულაციების შემოღება.
„ჩვენი ხედვა უნდა იყოს დაბალი გადასახადები, გახსნილი გარემო ინვესტიციებისთვის, ბევრი ინვესტიცია, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც შედეგად მოგვცემს სტაბილურ ლარს, სტაბილურ ფასებს და სამუშაო ადგილების შექმნას. ლაპარაკი ანტიდემპინგურ კანონებზე, ანტიმონოპოლიურ ღონისძიებებზე, დამატებით რეგულაციებზე - ეს ყველაფერი არის გახვრეტილ ქვაბზე თითის მიჭერა ხან ერთ ნახვრეტზე, ხან მეორეზე - ასე ქვეყანას ვერ ვუშველით“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.