ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის დაპროექტების და შემდგომში მშენებლობის ვადები კვლავ გაურკვეველია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული რიგით მესამე ტენდერი ისევ უშედეგოდ დასრულდა. ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა კომისიამ ყველა მათგანის დისკვალიფიკაცია მოახდინა. დეპარტამენტი უკვე თითქმის ერთი წელია ცდილობს გამოავლინოს კომპანია, რომელიც პორტთან მისასვლელ საავტომობილო გზასა და რკინიგზის ხაზს დააპროექტებს. ამ მიზნით 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული.