მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ შესახებ

შესავალი 

“ბიზნეს მედია საქართველო” (აკრონიმი: ბიემჯი, ინგლ.: BMG) — წამყვანი მულტიმედიური პლატფორმა საქართველოში, რომელიც სპეციალიზებულია ბიზნესზე, ფინანსებზე, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ სიახლეებზე. კომპანია 2016 წელს დაარსდა და დღეისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მსხვილ ბიზნეს-ორიენტირებულ მედია საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც ბიუროები აქვს: საქართველოში, აშშ-ში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

 

მოკლე ისტორია

“ბიზნეს მედია საქართველო” 2016 წელს დააფუძნა გუნდმა, რომელიც მანამდე 2014-2016 წლებში ტელეკომპანია “მაესტროსთვის” ამზადებდა ბიზნესგადაცემებს: „ბიზნესკონტაქტი“, „საქმიანი დილა“ და „ანალიტიკა“.

2016 წლიდან BMG-ის გადაცემების რეტრანსლირება ხდება TV Pirveli-ს ეთერში, ამასთან BMG-ი 2019 წელს ამზადებდა გადაცემას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვისაც, 2022 წლიდან კი, BMG-იმ დააფუძნა კავკასიაში პირველი ტელევიზია, რომელიც ბიზნესის და ეკონომიკის შესახებ მაუწყებლობს.

 

კომპანიის შესახებ

“ბიზნეს მედია საქართველო” (ინგლ. Business Media Georgia) - წამყვანი მულტიმედიური პლატფორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც სპეციალიზებულია ბიზნესის, ფინანსებისა და ეკონომიკის გაშუქებაზე.

BMG აერთიანებს რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებას:

 

სატელევიზიო პროექტები: კომპანია ყოველდღიურად ამზადებს გადაცემებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორისაა:  „საქმიანი დილა“, „საქმიანი საღამო“, „საქმის კურსი“, „ბიზნესის კვირეული“, „ანალიტიკა“, „უძრავი ქონების პროსპექტი“, „ქალების ნარატივი“, „#წერტილი“, „ჯანდაცვის სტანდარტი“, "მედსკრიპტუმი", „TECH INFORM“, „The CheckPoints“, „BMG AUTO Show“ და „BMG Drive“.  

 

ციფრული პლატფორმა (BM.GE): ახალი ამბების პორტალი, რომელიც ყოველდღიურად 250-მდე მასალას აქვეყნებს. ვებგვერდი ამჟამად ოთხენოვანია (ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული) და Google Analytics-ის მონაცემებით, მას ყოველთვიურად საშუალოდ 2 მილიონი მკითხველი სტუმრობს. 

 

კომპანია ყოველწლიურად გადის ფინანსურ აუდიტს.

შპს “ბი ემ ჯი”

დამოუკიდებელი აუდიტორიის დასკვნასთან ერთად 2025 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისთვის

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები