ეხლა რაც არ უნდა იხტუნაონ, მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია, - თიბისის 17 მილიონის სესხის ბენეფიციარი, ბიზნესმენი GBC- სთან ირწმუნება, რომ ბანკის მიერ ვალის ჩამოწერის თაობაზე ტყუილი ვრცელდება.
„ჩამოწერა ერქვა ახალახანს რომ განხორციელდა. თიბისიმ მსესხებლებს 10 მილიონი რომ ჩამოაწერა და რატომ ამაზე არაფერს ამბობენ“, - კითხულობს ავთო წერეთელი.
ამასთან, პროკურატურის ლექსიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც მისი ვინაობის გაცხადებისგან დღევანდელ ბრიფინგზე თავი შეიკავა, წინა შემთხვევისას კი დაასახელა, რის გამოც, გაუთქმელობის შეთანხების დარღვევაზე შეუძლია მხარემ უჩივლოს და თავს ვერც გაიმართლებს.
ავთო წერეთელი აცხადებს, რომ ხაზარაძე/ჯაფარიძეს მან თავისი ფული ასეხა - აღებული კრედიტი უკვე მის განკარგულებაში იყო და ვისაც უნდა იმას მისცემდა.
მან აღნიშნა, რომ ახლა ვალი ისრაელის კომპანიის Martello Group გადასახდელია. ნაწილი, 25 000 -ზე მეტი ბანკში მას აქვს შეტანილი. ბიზბნესმენმა გაიხსენა წინა წლების მოვლენები, როცა მიწის ნაკვეთების შესყიდვა დაუბლოკეს. ასევე სესხის გადავადებაზეც განმარტა, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების გამო, ბიზნესისთვის იმ პერიოდში გარკვეული შეღავათები იყო.
ამბობს, რომ ბანკთან შემხებლობაში მას ხაზარაძე/ჯაფარიძესთან ურთიერთობა არ აქვს, პირადი ურთიერთობები კი სხვაა..
წყარო: gbc.ge