მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამოუკიდებელი დირექტორი/სამეთვალყურეო საბჭოს წევრი- მოზაიკის ნაწილი

591ffa8d9097e
გიორგი ჯუღელი, დოქტორი, კორპორაციული სამართლის სპეციალისტი
20.05.17 12:10
5676

დამოუკიდებელი დირექტორი/სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შედარებით ახალი ცნებაა ქართულ კორპორაციულ მართვაში. "მეწარმეთა შესახებ კანონის" მიხედვით "დამოუკიდებელია პირი, რომელიც სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად არ არის დაკავშირებული სააქციო საზოგადოებასთან, მათ შორის, არ ფლობს ამ საზოგადოების აქციებს და არ იღებს აღნიშნული საზოგადოებიდან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის დადგენილი ანაზღაურებისა".

დამოუკიდებლობის ცნება "ნეგატიურად" არის ჩამოყალიბებული „კორპორაციული მართვის კოდექსში კომერციული ბანკებისათვის“ (2009), რომელიც საბჭოს წევრისდამოუკიდებლობისათვისგამომრიცხავ კრიტერიუმებს ადგენს. სამწუხაროა რომ, მცირე გამონაკლისების გარდა, აღნიშნულ კოდექსიდიდ პრაქტიკულ როლს არ ასრულებს ქართული კომერციული ბანკების საქმიანობაში. კოდექსის მიხედვით სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ ჩაითვლება დამოუკიდებლად, თუ ის, ან მისი პირველი ან მეორე რიგის მემკვიდრე:

 ბოლო 5 წლის მანძილზე იყო ბანკის, მისი შვილობილი, დედობილი ან დობილი ორგანიზაციის დირექტორატის წევრი, ან ეკავა სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა;
 იღებს ბანკისაგან ან მისი შვილობილი, დედობილი ან დობილი ორგანიზაციისაგან ანაზღაურებას ნებისმიერი ფორმით, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა და აქციონერების კუთვნილი დივიდენდისა;
 გააჩნია მნიშვნელოვანი პირადი კომერციული ურთიერთობები ბანკთან;
არის იმ იურიდიული პირის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი კომერციული ურთიერთობები ბანკთან;
 არის დირექტორი იმ კომპანიისა, რომელშიც ბანკის ერთ-ერთი დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს წევრია;
 ეკუთვნის ბანკის კაპიტალის 5 პროცენტი ან მეტი;
არის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ან წარმომადგენელი კომპანიისა, რომელსაც ეკუთვნის ბანკის კაპიტალის 5 პროცენტი ან მეტი.
ამავე კოდექსით დამოუკიდებლად მოქმედება გულისხმობს" პირის მიერ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენებას ბანკის ინტერესების სასიკეთოდ" (დამოუკიდებლობის პოზიტიური ტესტი).  

იმავე მიდგომას იზიარებს პირველი კორპორაციული მართვის კოდექსი, რომელიც 1992 წელს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა. ასევე შერეულ ტესტს ეყრდნობა NYSE Corporate Governance Standards - NYSE Listed Company Manual (303A.02 Independence Tests)-ისბორდის წევრის დამოუკიდებლობის განმარტებაც.OECD კორპორაციული მართვის პრინციპებიც ოპტიმალურად სწორედ შერეულ ტესტს მიიჩნევს.

უნდაითქვას რომ, დამოუკიდებლობის მოთხოვნა,საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, უმეტესწილად რბილი სამართლის სფეროდ მიიჩნევა, ვიდრე საკანონმდებლო აქტებისა. ამდენად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დამოუკიდებლობის ქართული სამართლის ფარგლებში გადასაწყვეტად, ზოგადი განმარტება, რომელიც მოცემულია მეწარმეთა შესახებ კანონში საკმარისად უნდამივიჩნიოთ, თუკი მომავალში მისისადემონსტრაციო(არა-ამომწურავი) დაკონკრეტება (მაგ. ნეგატიური ტესტით) საქართველოში ზოგადი კორპორაციული მართვის კოდექსით განხორციელდება, რომელიც მსგავსი კოდექსებისათვის დამახასიათებელ "comply or explain" პრინციპს დაეფუძნება.
აქვე აღსანიშნავია, დამოუკიდებელი დირექტორების შესახებ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება, რომ ფორმალური (კანონით ან რბილი სამართლით დადგენილი) დამოუკიდებლობა განსხვავდება ე.წ. სოციალური კავშირებით განპირობებულ მიკერძოებისგან, რაც რეგულაციების ფარგლებში რთული მოსაქცევია (ნათესაური, მეგობრული,სამსახურეობრივი (მათ შორის, წარსულში) კავშირები). ამდენად, თუკი დამოუკიდებელი დირექტორის ფიგურამ, მართლაც, გარკვეული როლი უნდაითამაშოს ქართული კორპორაციული მართვის განვითარებაში, დამოუკიდებლობის პოზიტიური და ნეგატიური ტესტების ურთიერთქმედება, ვფიქრობთ, ოპტიმალური მიდგომაა.

ამასთან, ისევე როგორც ყველა სიახლეს, მასაც აქვს ნაკლოვანი მხარეები. კერძოდ, დამოუკიდებლობა (ე.ი. სამართლებრივი და ეკონომიკურიკავშირების არარსებობა)ზოგჯერ განაპირობებს დამოუკიდებელი დირექტორების მიერ კონკრეტული კორპორაციისთვის სპეციფიკური გამოცდილებისა და ცოდნის ნაკლებობასაც. ვფიქრობ გასათვალისწინებელია, რომ 2001 წელსEnron-ის კორპორაციისხმაურიანი სკანდალი თავიდანვერ იქნა აცილებული, მიუხედავად იმისა, რომ მის ბორდში დამოუკიდებელი დირექტორებიც იყვნენ. იგივე ითქმისLehman Brothers-ზე, რომლის ბორდის წევრთა უმრავლესობას დამოუკიდებელი წევრები შეადგენდნენ. შესაბამისად,დამოუკიდებელი დირექტორების არსებობა არ არის პანაცეა, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი,სასარგებლო მექანიზმია მსხვილ კომპანიაში ე.წ. წარმომადგენლობითი კონფლიქტის (agency conflict) შესამცირებლად. იგისხვა, კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტებით დადგენილი, პირობების დაცვასთან ერთად იძლევა საუკეთესო შედეგს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები