მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სერგეენკო Curatio-ს კვლევაზე: ჩემთვის დღემდე გამოცანაა, მათი მეთოდოლოგია

58eb4efcdee25
BM.GE
10.04.17 13:24
1872
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საერთაშორისო ფონდის Curatio-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას არ ენდობა. სერგეენკოს თქმით, კვლევა, რომლის მიხედვითაც, რესპოდენტთა 81.5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა, არ არის მაღალი ვალიდურობის.

"ჩემთვის დღემდე გამოცანაა, მათი მეთოდოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შევხვდით. ისინი იყენებენ 100-მდე ექსპერტის შეფასებას, მე მათ ვთხოვე, მაგრამ ვერ მოივიპოვე ამ ექსპერტების სია. თუკი საქართველოში 100 ადამიანია, რომელიც თანაბრად ძლიერია ჯანდაცვის ყველა მიმართულებაში, ჩვენთვის ეს ფასდაუდებელი რესურსი იქნებოდა. ეს ვერ მოვიძიეთ, შესაბამისად, ვერ დავდებ თავს, რომ ამ ტიპის კვლევა არის მაღალი ვალიდურობის. ჩვენ გვაქვს საკუთარი კვლევები, რომლებსაც ვატარებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მსოფლიო ბანკთან ერთად. მედიკამენტებზე ფინანსური ბარიერი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისთვის",- განაცხადა სერგეენკომ.

Curatio-ს ბარომეტრი: რესპოდენტთა 81.5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები