მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა

5a5f0668916b8
თამუნა დემეტრაშვილი
17.01.18 14:50
89608
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ინფორმაცია სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული: https://sao.ge/files/2018-clis-auditis-gegma.pdf

"შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს",-ნათქვამია აუდიტის სამსახურის 2018 წლის სამუშაო გეგმის გრაფიკში.

გარდა ამისა მითითებულია, რომ გამოვლენილია გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მართვის პრობლემები, კერძოდ: "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით",-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ვებ გვერდზე.

გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 2016-17 წლებში ჩატარებული იმუნიზაციის პროგრამის შემოწმება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ფარგლებში ორივე წელს ჯამში 32 მილიონი ლარია დახარჯული. 

საბოლოო პასუხი, არსებობდა თუ არა დარღვევები იმუნიზაციის პროგრამაში, აუდიტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 



მოგვიანებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ საქმე ეხება ცოფის ვაქცინას, რომელიც, მისი თქმით, სიცოცხლისთვის საშიში არ არის. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინებთან დაკავშირებით განცხადებას ავცელებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები