"საზეიმო განწყობამ არ უნდა დაგვავიწყოს ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პრობლემები", - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 3 წლის განმავლობაში შეწყდა პოლიტიკური დევნა და დისკრიმინაცია, პოლიცია გახდა დეპოლიტიზირებული, ხოლო ბიზნესი თავისუფალია შანტაჟისგან.
„საზეიმო განწყობამ არ უნდა დაგვავიწყოს ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პრობლემები. თვალი უნდა გავუსწოროთ იმ მძიმე პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. ჩვენ ხალხს უნდა ვაჩვენოთ რა გვაძლევს იმედს და თავდაჯერებულობას, რომ სწორ გზას ვადგავართ და მივდივართ მიზნისკენ, რომელიც 3 წლის წინ დავისახეთ. ჩვენ ვამკვიდრებთ თვისობრივად ახალ პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურას“, - განაცხადა პრემიერმა.