მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISET-ის საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

586e2ce6e2a82
BM.GE
05.01.17 15:22
3117
ISET-ის საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო. უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიმდინარე წლის შემოდგომიდან მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას ამ დრომდე მხოლოდ სამაგისტრო პროგრამა ჰქონდა.

საბაკალავრო პროგრამაზე, ისევე როგორც სამაგისტროზე სწავლა ინგლისურ ენაზე იქნება. როგორც ISET-ში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, სწავლის გადასახადი ქართველი სტუდენტებისთვის წელიწადში 2250 ლარი იქნება.

პირველ წელს უნივერსიტეტი 50-მდე ქართველი სტუდენტის მიღებას გეგმავს. ამასთან ISET-ში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ უცხოელ სტუდენტებსაც.