მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორპორაციული მართვის სტანდარტები ინვესტორთა თვალით

5984d986a54fb
ტარიელ გვალია, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი
05.08.17 10:00
1954
საუკეთესო კორპორაციულ მმართველობას შეუძლია დაეხმაროს კომპანიებს გააუმჯობესონ საკუთარი ოპერირება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაუადვილოს მათ კაპიტალზე წვდომა. როგორ გამოიყურება ეს ინვესტორთა გადმოსახედიდან? როგორ აფასებენ ინვესტორები კორპორაციულ მმართველობას და რა მნიშვნელობა აქვს მას საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას?

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევა (Corporate Governance Success Stories) ახდენს არა მხოლოდ კორპორაციული მმართველობის მაღალი სტანდარტების დემონსტრირებას რამდენიმე წარმატებული კომპანიის მაგალითზე შუააღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში, არამედ კორპორაციული მართვის მნიშვნელობას განიხილავს ინვესტორთა გადმოსახედიდანაც.

ინვესტორთა მხრიდან გამოხმაურებები მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კორპორაციული მართვის სიჯანსაღე კომპანიაში. კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტები მათი ბიზნეს მოდელის საკვანძო ნაწილია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით:

• ინვესტორთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ჯანსაღი კორპორაციული მმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრიკომპანია, სადაც მათ ინვესტიციების განხორციელება სურდათ ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. ამიტომაც, საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი გახდა კომპანიის მმართველ რგოლებში სხვადასხვა კომიტეტის შექმნა და ცვლილებების გატარება.

• იმ შემთხვევაში თუ კომპანიასაქვს პოტენციალი, ინვესტორები იწყებენ თანამშრომლობას კომპანიასთანშესაძლო ცვლილებების გასატარებლად. ინვესტიციების განხორციელების დროს, საწყის ეტაპზე,ხშირ შემთხვევაში იდება სპეციალური შეთანხმებები კომპანიაში დაგეგმილ და გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

• ინვესტორთა გადმოსახედიდან ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვის საკითხი და მათი დამცავი მექანიზმის შემუშავება.

კომპანიის ღირებულების გაზრდამაღალი კორპორაციული მმართველობის სტანდარტების დანერგვით:

• ყველა ინვესტორი აღნიშნავს, რომ კომპანიის ღირებულების შექმნა კორპორაციული მმართველობის გაუმჯობესებით არის მათი ბიზნეს მოდელის საკვანძო საკითხი. ინვესტირების შემდეგ, ინვესტორები დაუყოვნებლივ იწყებენ მუშაობას იმისათვის, რომ გააძლიერონ კომპანიისმმართველი რგოლები და, შედეგად, ეფექტიანი გახადონ მართვის პროცესი.

• კომპანიის ღირებულების გაზრდის ბევრი ხერხი არსებობს, მაგრამ საწყისი ეტაპია საზედამხედველო საბჭო. ინვესტორებმა განახორციელეს ცვლილებები კომპანიების საბჭოების კომპოზიციასა და სტრუქტურაში. მათ შორის გარედან სხვა კადრების დამატებით იმისათვის, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობა უფრო ეფექტიანი ყოფილიყო. ბევრმა ინვესტორმა კომპანიას ასევე მოსთხოვა გაზრდილიყო საბჭოს ჩართულობა კომპანიის ოპერირებაში, სტრატეგიის განსაზღვრასა და ფინანსურ აქტივობებში. ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ შეემუშავებინათ კომპანიის განვითარების უფრო მოქნილი სტრატეგია, რათაინვესტორები დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ მათი კაპიტალი შესაბამისად იყოინვესტირებული.

• კომპანიის ღირებულების გაზრდისათვის ასევე მნიშვნელოვანი ეტაპია ცვლილებები მენეჯმენტის დონეზე. ამიტომაც ინვესტორები ასევე ახდენენ კონცენტრირებას მენეჯმენტის რგოლზე. ინვესტორები რწმუნდებიან, რომკომპანიაში არსებობს დამოუკიდებელი, აქტიური და კვალიფიციურიშიდა აუდიტი.მენეჯმენტთა გუნდთან დაკავშირებული ცვლილებები ხშირ შემთხვევაში არის ფორმალიზებული.

• კიდევ ერთი ძალიან მაღალპრიორიტეტული საკითხი ინვესტორებისათვის არის ინფორმაციის ღიაობა. ეს არის გზა ინვესტორებისათვის მოახდინონ კომპანიის ღირებულების დემონსტრირება ბაზარზე. ამიტომმათთვისმნიშვნელოვანია როგორც შიდა, ასევე გარე რეპორტინგის სისტემა იყოს მოწესრიგებული, აუცილებელია მმართველობისა და მენეჯმენტის პრაქტიკის გამჟღავნება, რისკისა და მიღწევების გამჭვირვალობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კომპანია ცდილობს დამატებითი ფინანსების მოპოვებას ბანკებისგან ან სხვა ინვესტორებისგან.

ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების წყალობით ბევრმა ინვესტორმა შეძლო სარგებელი მოეტანა კომპანიისთვისაც და საკუთარი ინვესტიციაც უფრო შედეგიანი გაეხადა. ეს განსაკუთრებით რამდენიმე მიმართულებით იყო ნათელი:

• გაზრდილი ღირებულება. კვლევის მონაწილე ერთ-ერთმა ინვესტორმა აღნიშნა, რომ იმ კომპანიის ღირებულება (საუბარია სადაზღვევო კომპანიაზე), სადაც მათ ინვესტიციები განახორციელეს გატარებული ცვლილებების შემდეგ 40%-ით გაიზრდა. ეს ძირითადად გამოწვეული იყო კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებით. განსაკუთრებით კი მრავალფუნქციური, სხვადასხვა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე წევრებით დაკომპლექტებული საბჭოს ჩამოყალიბებით. კიდევ ერთი მსგავსი წარმატებული მაგალითიაკომპანიაPlastics, რომლის ღირებულებაც კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებიდან (როგორც სამეთვალყურეო საბჭოს, ასევე მენეჯმენტის დონეზე) 5 წლის განმავლობაში 50%-ით გაიზრდა.

• შედეგიანობის გაუმჯობესება. კვლევის მონაწილე ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიის შემოსავლიანობა ორი წლის განმავლობაში 20%-ით გაიზრდა. რისი ძირითადი მიზეზიც იყო ცვლილებები მენეჯმენტის და კომიტეტების დონეზე, მათ შორის აუდიტის კომიტეტის შექმნა, სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტის ფუნქცია-მოვალეობების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სხვა.ამ ნაბიჯებმა არამხოლოდ გაზარდა კომპანიის შემოსავლიანობა, არამედ აამაღლა მისი პრესტიჟი სხვა ინვესტორების თვალში.

• ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება. კარგი კორპორაციული მმართველობა გახდა ძირითადი წინაპირობა ერთ-ერთი ენერგო კომპანიისათვის მოეზიდა 4.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია კაპიტალში.

• ხარჯების კონტროლისა და რისკ-მენეჯმენტის გაუმჯობესება. კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტები ამცირებს რისკებს და ზრდის კომპანიის ოპერირების ეფექტიანობას.

გაუმჯობესებული ზედამხედველობა. კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტები ნიშნავს გამართულად ფუნქციონირებადსაზედამხედველო საბჭოს, ეფექტიან მენეჯმენტს, სხვადასხვა ფუნქციის კომიტეტს, რაც კომპანიის ზედამხედველობის პროცესს უფრო აუმჯობესებს.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყნის კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები დანერგეს და შესაბამისი შედეგებიც მიიღეს. დადებითი ეფექტის მიღწევა და ფინანსებზე წვდომა კომპანიებმა გააუმჯობესეს გატარებული სხვადასხვა ცვლილების შედეგად. გარდა კომპანიების შიგნით მომხდარი ძვრებისა, რეფორმები გატარდა ქვეყნების დონეზეც - რეგიონში შეიქმნა სხვადასხვა ინსტიტუტი და მარეგულირებელი ორგანო, რომელთა მიზანიც გახდა კორპორაციული მართვის სტანდარტების ამაღლება. მხოლოდ ეგვიპტეში, მაგალითად, ეგვიპტის დირექტორთა ინსტიტუტმა საბჭოს 1300-ზე მეტი დირექტორი დაატრენინგა რამდენიმე წლის განმავლობაში და ყოველწლიურად ატარებს კონფერენციებს მინიმუმ 500 დელეგატით. რეგიონის ბევრ ქვეყანაში დაარსდა მსგავსი ინსტიტუტი. შემოიღეს კორპორაციული მართვის სტანდარტები და კოდექსები, როგორც საჯარო, ასევე კერძო კომპანიებისთვის, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კომპანიების, ასევე პოტენციური ინვესტორებისათვის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები