მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე ლარის გაუფასურებას თურქული ლირას გაუფასურებას უკავშირებს

5a1cfcb1442f7
BM.GE
28.11.17 10:20
3081
თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე ლარის კურსის გაუფასურებას თურქული ლირის გაუფასურებას უკავშირებს. ამის შესახებ მან აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე განაცხადა.

"თუ გადაავლებთ თვალს ჩვენი მეზობლის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურებას, დაინახავთ, რომ საკმაოდ დრამატულად მიდის იქ პროცესები და ეს აისახება ჩვენს ვალუტაზეც. წლის ბოლოს, თუ დააკვირდებით შარშანდელ წელსაც, ასეთი ტენდენცია იყო. ვფიქრობ ლარი ისევ ჩამოვა თავის ნორმალურ ნიშნულზე.

მე ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს.

მოლოდინი და პანიკა არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნებისმიერი ვალუტის გაუფასურების. ამიტომ პანიკას არ უნდა ავყვეთ ხოლმე, როდესაც ფუნდამენტური არაფერი არ ხდება. ზედმეტად შექმნილი მოლოდინები, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს",- ამბობს ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები