პარ, 21 ივლისი
პარ, 21 ივლისი
ახალი ამბები:
ENG
11.01.2017 | 18:43

ნინო ჯავახაძე: საქართველოს ეკონომიკური ზრდა მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

კატეგორია: ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის შეფასებით, მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის 2017 წლის იანვრის გამოცემის პროგნოზი ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ სწორ რეფორმებს, მათ შორის 4 პუნქტიან გეგმას, რომელიც მიმართულია სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე.

„მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის 2017 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლისთვის იქნება 5, 2 პროცენტი. ეს განსაკუთრებულად საგულისხმოა იმ კონტექსტში, რომ იგივე მსოფლიო ბანკის 2016 წლის ივნისის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი იყო 4,5 პროცენტი. ჩვენ გვაქვს პროგნოზებში გაუმჯობესება და ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდა ჩვენს რეგიონში შემცირებულია და პროგნოზებიც ამ მიმართულებით გაუარესებულია. საქართველოს ეკონომიკური ზრდა ამ პროგნოზის მიხედვით იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და ამ მაჩვენებლით ჩვენ გავუსწრებთ როგორც ჩვენს უშუალო მეზობლებს, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მსოფლიო ბანკის 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო ლიდერია რეგიონში და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ მაჩვენებლებს: საქართველო 5,2%, სომხეთი 2,7%, აზერბაიჯანი 1,2%, რუსეთი 1,5%, თურქეთი 3%. 
უკან დაბრუნება
780ნახვა
ნინო ჯავახაძე: საქართველოს ეკონომიკური ზრდა მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი