საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტია. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის და მშენებლობის დარგებში. როგორია ძირითადი რიცხვები და საქსტატის ხელმძღვანელის შეფასებები?