-რას ნიშნავს მზის პანელის მოსატრიალებელი მექანიზმი, რომელსაც ენერგია არ სჭირდება და რატომაა ის ინოვაციური?
-მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ელექტროენერგიის მოპოვებით გარემოს ეკოლოგიური დაბინძურება, შესაბამისად დიდი ყურადღება ექცევა მწვანე ენერგიის მოპოვების მეთოდების გაუმჯობესებას, მწვანე ენერგიაში ყველაზე მნიშვნელოვანია მზის ენერგიის გამოყენებaა, მზის ენერგიას კარგად გამოიმუშავებს პანელი, რომელსაც მზის სხივები 90-გრადუსიანი კუთხით ეცემა. არსებობს პანელის მოსაბრუნებელი მექანიზმები, სენსორები, რომელთა დახმარებითაც პანელი ზუსტად მიჰყვება მზეს, თუმცა ყველა მათგანი მოიხმარს ელექტროენერგიას. ჩვენ გამოვიგონეთ მზის პანელის მოსაბრუნებელი მექანიზმი, რომელიც ყოველგვარი ენერგიის გამოყენების გარეშე აბრუნებს პანელს მზის კვალდაკვალ ისე, რომ მზის სხივების დაცემის კუთხე ყოველთვის იყოს 90 გრადუსი.
-მსოფლიოში თუ არსებობს მისი ანალოგი?
-ამ მექანიზმის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს
ვინ მიიღეთ მის შექმნაში მონაწილეობა?
-მის შექმნაში მონაწილეობა მივიღეთ ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის საგამომგონებლო კლუბის წევრებმა: ნია ფხაკაძემ და ლადო გოდოლაძემ , ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ბატონი მიხეილ კოტიშაძის ხელმძღვანელობით.
-რამდენი ხანი ამზადებდით პროდუქტს და რა დონეზეა მისი შექმნა მიყვანილი?
-ვმუშაობდით დაახლოებით 1 წლის მანძილზე . პროექტზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ბევრია ისეთი დეტალი, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება დამუშავება და დახვეწა.
-კონკრეტულად, რა კონკურსებში მიიღეთ მონაწილეობა ამ ხნის მანძილზე?
-მონაწილეობა მივიღეთ ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ „ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში“, სადაც 12 საუკეთესო პროექტს შორის მოვხვდით და მოვიპოვეთ გრანტი 160 დოლარი, ასევე მონაწილეობა მივიღეთ კონკურსში „მე-ახალგაზრდა მეცნიერი“, სადაც დავიმსახურეთ მესამე საპრიზო ადგილი და ფულადი ჯილდო 800 ლარის ოდენობით.
-დაფარა ამ თანხამ თქვენი ხარჯები?
-თითქმის არაფრის ხარჯი არ დაუფარავს, მაგრამ რაღაც წვრილმანები შევიძინეთ.
-პროექტის მზადების პროცესში რა პრობლემებს წააწყდით, რა კუთხით გჭირდებათ ყველაზე მეტად დახმარება?
-ძალიან გაგვიჭირდა ხელსაწყოს დასამზადებელად მასალების მოძიება, დამზადება იყო რთული, რადგან დეტალების ზუსტი დამუშავება იყო საჭირო.ეს დიდ დროს მოითხოვდა.
-სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ, რას აპირებთ, რა პროფესია გსურთ, რომ აირჩიოთ? საზღვარგარეთ აპირებთ სწავლის გაგრძელებას თუ საქართველოში?
ჯერ არ ვარ დარწმუნებული რომელი მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას,დაინტერესებული ვარ კომპიუტერული ტექნოლოგიებით და ფსიქოლოგია -სოციოლოგიით. დიდი სურვილი მაქვს სწავლა გავაგრძელო საზღვარგარეთ.(ნია ფხაკაძე). მე მომავალში მსურს არქიტექტორი ვიყო (ლადო გოდოლაძე)
ფოტო : http://sabavshvo.info/