2017-2018 სააღმზრდელო წელს სკოლამდელი აღზრდის 1438 დაწესებულება მოქმედებდა, სადაც 12 394 აღმზრდელ პედაგოგი და თანაშემწე 153 230 ბავშვს უვლიდა. საერთო მონაცემების მიხედვით ერთ უფროსზე 12 ბავშვი მოდიოდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მაჩვენებელი განსხვავებულია.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ცნობით, საბავშვო ბაღებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა დედაქალაქშია. თბილისში 171 ბაღში 61 247 ბავშვი ირიცხებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ბაღში საშუალოდ 358 აღსაზრდელი დადიოდა. აღმზრდელების და პედაგოგების რაოდენობის მიხედვით კი ერთ უფროსზე 25 ბავშვი მოდიოდა. მეორე ადგილზე ქვემო ქართლია, სადაც პედაგოგზე/აღმზრდელზე 16 აღსაზრდელი მოდის, მესამეზე კი შიდა ქართლი - 14 აღსაზრდელით. თითოეული უფროსზე 12 ბავში მოდის კახეთის საბავშვო ბაღებში, აჭარაში -11, გურიაში, იმერეთსა და სამცხე ჯავახეთში 10-10, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში - 9-9, ხოლო რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 7 აღსაზრდელი.