მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უფილტრო სიგარეტის მოხმარება 2.1-ჯერ გაიზარდა

5b07f81636fb5
თელარა გელანტია
25.05.18 16:17
2344
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივ უფილტრო თამბაქოზე 27 მლნ 236 ათასი აქციზური მარკა გაიცა.

აღნიშნული მაჩვენებელი 2.1-ჯერ აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რადგან გასული წლის ოთხ თვეში უფილტრო სიგარეტზე 12 მლნ 630 ათასი აქციზური მარკაა გაცემული.

რაც შეეხება ფილტრიან ადგილობრივ თამბაქოზე გაცემული აქციზური მარკების რაოდენობას, 2017 წლის იანვარ-აპრილში 11 596 000 აქციზური მარკა არის გაცემული, ხოლო 2018 წელს კი - 0.

შემოსავლების სამსახურიდან იმპორტულ თამბაქოზე გაცემული აქციზური მარკების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციაც გამოვითხოვეთ და როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ოთხ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, როგორც ფილტრიანი, ისე უფილტრო თამბაქოზე გაცემული აქციზების რაოდენობა.

BM.ge-მ 2014-2018 წლებში ადგილობრივ და იმპორტირებულ უფილტრო და ფილტრიან თამბაქოზე გაცემული აქციზური მარკების რაოდენობაც დააჯამა.

მონაცემები აჩვენებენ, რომ 2015 წლიდან თამბაქოზე გაცემული აქციზური მარკების რაოდენობა კლებადია და 2017 წელს 397 167 210 აქციზური მარკა გაყიდა შემოსავლების სამსახურმა. სხვა წლების მაჩვენებელი კი ასეთია: (2014 – 485 892 968, 2015 – 490 995 886, 2016 – 464 843 000, 2017 – 397 167 210 2018 (იანვარი-აპრილი) – 118 417 000)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები