მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია ნოდარ ხადურს: 60 მილიონს გაძლევ და კიდევ მე გეხვეწო მეგობრობაზე?

56936f4158e14
BM.GE
11.01.16 12:58
7419
"შუა წელიწადში ნურაფერს ნუ გააძვირებთ, იმიტომ, რომ ჩვენ, ბიზნესმენებს ბიუჯეტი უკვე შედგენილი გვაქვს", - აღნიშნულის შესახებ თემურ ჭყონია ხელისუფლებას მოუწოდებს. ბიზნესმენი „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შუა წელში გაზრდილი გადასახადი კომპანიებს ფინანსურ პრობლემებს უქმნის.
 
"60 მილიონს გაძლევ და კიდევ მე გეხვეწო მეგობრობაზე? ეს ჩემთვის საინტერესო არც არის. მე გაძლევ ამხელა თანხას და კიდევ მე გეწხვეწო ჩემი მეგობარი იყავიო, არ მჭირდება ეს მეგობრობა. რაში მჭირდება? აქედან გამომდინარე, ბიზნესმენებსაც არ სჭირდებათ. ბიზნესმენებისთვის მთავარია სტაბილურობა. შუა წელიწადში ნურაფერს ნუ გააძვირებთ, იმიტომ, რომ ჩვენ, ბიზნესმენებს ბიუჯეტი უკვე შედგენილი გვაქვს. როგორც სახელმწიფო ადგენს ბიუჯეტს და კონტროლის ქვეშ არის საზოგადოების მხრიდან, რომ იგი შესრულდეს, ასევე ჩვენც ვადგენთ ბიუჯეტს და ამ ბიუჯეტის თითოეული ციფრი კომნტროლზე გვაქვს. ეს არის ბიზნესის სწორი მართვა. შუა წელიწადში, რომ გაახსენდებათ, რომ რაღაც უნდა გააძვირონ, ეს ჩვენი ბიუჯეტის დარღვევაა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩვეულებრივი ფინანსური ჯგუფია, რომელიც უნდა სწავლობდეს და სულ 1000 ადამიანს უნდა დაელაპარაკოს, საქართველოში კომპანიების ხელმძღვანელებს, რომ სწორი ბიუჯეტის სწორი დასკვნა მიიღონ. ეს კი საქართველოში ასე არ ხდება. კომუნისტური შეხვდერები და ალიაქოთი რომ არის, პირველი ამ შეხვედრებზე კითხულობენ რა გიჭირთ ბიზნესმენებს, ვითომ რამის გამკეთებლები არიან", - აცხადებს თემურ ჭყონია.

"ფინანსთა სამინისტრო დარჩება და გახდება მეტად მეგობრული ბიზნესისადმი და არა ბიზნესმენებისადმი", - შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გასული თვის ბოლოს, საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა.