მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება

5b20db9c51803
თამუნა დემეტრაშვილი
13.06.18 12:53
987
ვაშლიჯვარში, მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება. როგორც bm.ge-ს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, მუნიციპალიტეტი ქალაქში საავტომობილო მოძრაობის შემცირებას ელოდება, რის შემდეგაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზე შესაბამის დავალებას გასცემს.

"ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე, ერთი ესტაკადის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, მეორე მშენებლობის ამ ეტაპზე დაწყება, ქალაქში გადაადგილებას კიდევ უფრო გაართულებს, ამიტომ ველოდებით, რომ ავტომანქანების რაოდენობა შედარებით შემცირდეს", - განაცხადეს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ტენდერში, რომელიც ესტაკადის მშენებლობისთვის მერიამ გამოაცხადა, კომპანია "ენსისიმ" გაიმარჯვა. პროექტზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები