მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელიწად-ნახევრიანი დაგვიანების შემდეგ ახმეტაში ეთერზეთების საწარმო ამოქმედდება

5b13a88b94360
სალომე მეცხვარიშვილი
03.06.18 17:17
1598
წელიწადნახევრიანი დაგვიანების შემდეგ ახმეტაში ეთერზეთების საწარმო უახლოეს დღეებში ამოქმედდება,- ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანია „აგრო არომას“ ხელმძღვანელი ზურაბ ნაცვლიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, საწარმო 2017 წლის სექტემბერში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, გარკვეული სამეურნეო პრობლემების გამო თარიღმა გადაიწია.

ზურაბ ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ეთერზეთები ქინძის თესლისგან დამზადდება და სრულად ექსპორტზე, ევროკავშირში გავა, რამდენადაც გასაღების ბაზარი ადგილზე არ არის. ზურაბ ნაცვლიშვილის განცხადებით, ეთერზეთების კოსმეტიკისა და ფარმაცევტული ნაწარმის წარმოებაში გამოიყენებენ.

ადგილზე ეთერზეთების გარდა ცხოველების საკვების საწარმოც ამოქმედდება. ზურაბ ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ საუბარია ერთ ტერიტორიაზე, სადაც ეთერზეთების საწარმოსთან ერთად ცხოველების საკვების მწაროებელი ქარხანაც ამუშავდება. პროდუქცია ამ შემთხვევაში ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

კომპანია „აგრო არომა“ სახელმწიფო პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები